ხევსურეთის არქიტექტურული ექსპედიცია — 2026
ექსპედიციები

გასული ექსპედიცია

ხევსურეთის არქიტექტურული ექსპედიცია — 2026

7–12 სექტემბერი, 2026 | ხევსურეთი, საქართველო

ქვემოთ

თარიღი

7–12 სექტემბერი, 2026

ხანგრძლივობა

6 დღე

ადგილმდებარეობა

ხევსურეთი, საქართველო

— მიმოხილვა

არქიტექტურულმა პლატფორმა „ადგილმა“ Socar-ის მხარდაჭერით 2026 წლის 7–12 სექტემბერს ხევსურეთში საგანმანათლებლო არქიტექტურული ექსპედიცია ჩაატარა.

— ჟურნალი

არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 1არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 2არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 3არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 4არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 5არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 6არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 7არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 8არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 9არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 10არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 11არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 12არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 13არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 14არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 15არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 16არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 17არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 18არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 19არქიტექტურული ექსპედიცია ხევსურეთში — ფოტო 20

არქიტექტურულმა პლატფორმა „ადგილმა“ Socar-ის მხარდაჭერით 2026 წლის 7–12 სექტემბერს ხევსურეთში საგანმანათლებლო არქიტექტურული ექსპედიცია ჩაატარა.

ექსპედიციის მიზანი იყო ხევსურეთის არქიტექტურის, დასახლებების, ლანდშაფტისა და ადგილობრივი სამშენებლო ცოდნის უშუალო შესწავლა — დაკვირვების, ჩანახატების, ფოტოგრაფიის, ვიდეოდოკუმენტაციისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის გზით.

შვიდმა მონაწილემ, ორგანიზატორებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, ხევსურეთის სხვადასხვა სოფელი და ისტორიული დასახლება მოინახულა. ექსპედიცია ბარისახოდან დაიწყო და კორშას, გუდანის, ლებაისკარისა და კისტანის გავლით შატილამდე გაგრძელდა. მონაწილეებმა დაათვალიერეს ციხე-სახლები, კოშკები, ტრადიციული საცხოვრებლები და დასახლებათა სტრუქტურა, დააკვირდნენ მათ ურთიერთობას რთულ რელიეფთან, კლიმატთან და ლანდშაფტთან.

ასევე მოვინახულეთ შატილი, მუცო(მივუ,მუცუ), ანდაქი და არდოტის ხეობა. მუცოში მონაწილეები გაეცნენ ისტორიული სოფლის არქიტექტურასა და მისი დაცვისა და აღდგენის გამოცდილებას, ხოლო ანატორის ნასოფლარში — ამ ადგილის ტრაგიკულ ისტორიას და მის მატერიალურ კვალს. ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა ფოტოგრაფიული და ვიდეოდოკუმენტაცია, შესრულდა არქიტექტურული ჩანახატები და გაიმართა საუბრები ადგილობრივ მცხოვრებლებთან მათი საცხოვრებლის, მშენებლობისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

ექსპედიციის ბოლო ორი დღე დაეთმო დიზაინ-დავალებას ახალ შატილში. მონაწილეები მუშაობდნენ 1980-იან წლებში დაპროექტებულ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელიც თანამედროვე მშენებლობისა და ტრადიციული ხევსურული არქიტექტურის ურთიერთობის საინტერესო მაგალითია. წლების განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა ადაპტაციისა და ცვლილების გააზრების საფუძველზე, მონაწილეებს დაევალათ არსებული საცხოვრებელი ერთეულების ხელახალი გააზრება და მათი თანამედროვე საჭიროებებთან დაკავშირებული დიზაინის შემუშავება.

დავალება არ გულისხმობდა ტრადიციული არქიტექტურის უცვლელად გამეორებას. პირიქით, სამუშაო პროცესი მიმართული იყო იმ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი ცოდნა, მასალები, სივრცითი პრინციპები და ლანდშაფტთან ურთიერთობის გამოცდილება თანამედროვე არქიტექტურულ აზროვნებაში გაგრძელდეს.

ხევსურეთის ექსპედიცია „ადგილის“ მეთოდის ნაწილია — ადგილის შეცნობას დაკვირვებით, ხატვითა და ადამიანებთან ურთიერთობით. ჩვენ გვაინტერესებს არა მხოლოდ არსებული მემკვიდრეობის დოკუმენტირება, არამედ მისი გააზრება და იმ შესაძლებლობების ძიება, რომლებიც ტრადიციულ ცოდნას მომავალთან დააკავშირებს.

ექსპედიციის შედეგად შეიქმნა ჩანახატების, ფოტოების, ვიდეოებისა და კვლევითი მასალის არქივი, რომელიც მომავალ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას დაედება საფუძვლად.

წინა ექსპედიციაყველა ექსპედიციაშემდეგი ექსპედიცია

— ადგილმდებარეობა

ხევსურეთი, საქართველო

Google Maps-ში გახსნა

შემდეგი ექსპედიციებისთვის შემოგვიერთდი

მიიღე განახლებები მომავალ ექსპედიციებზე, ლექციებსა და ვორქშოპებზე.