
მომავალი ლექცია
ხევსურეთის არქიტექტურა - მემკვიდრეობის შესწავლისა და შენარჩუნების მნიშვნელობა
ნანა მეფარიშვილი - არქიტექტორი, ტრადიციული საცხოვრებლების მკვლევარი და ორგანიზაციის „ქართული სახლი“ ხელმძღვანელი.
- 07 ნოემბერი
- 13:00 საათი
- რესტორანი ადრე, კოტე აფხაზის ქუჩა 27 ა
პლატფორმა „ადგილი“ გიწვევთ ღია შეხვედრაზე — ხევსურეთი: მემკვიდრეობა, კვლევა და საველე გამოცდილება.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა ნანა მეფარიშვილის საუბარს ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და შენარჩუნების შესახებ. იგი დამსწრეებს გააცნობს ორგანიზაცია „ქართული სახლის“ საქმიანობას, ხევსურეთში განხორციელებულ პროექტებს და ისაუბრებს ტრადიციული საცხოვრისებისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნიმუშების შესწავლისა და დაცვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა პლატფორმა „ადგილის“ მიერ განხორციელებული ხევსურეთის ექსპედიციის შემაჯამებელ მოხსენებას. გაგიზიარებთ ექსპედიციის მიზნებს, საველე სამუშაოების პროცესს, დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებს. შეხვედრის ფარგლებში ასევე მოეწყობა ექსპედიციის მონაწილეთა არქიტექტურული ჩანახატების გამოფენა.
სპიკერი: ნანა მეფარიშვილი — არქიტექტორი, ტრადიციული საცხოვრისების მკვლევარი და ორგანიზაცია „ქართული სახლის“ ხელმძღვანელი.
📍 ადგილი: რესტორანი „ადრეს“ ღვინის სივრცე
გელოდებით!

სპიკერი
ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი არის არქიტექტორი, ტრადიციული საცხოვრებლების მკვლევარი და ორგანიზაციის „ქართული სახლი“ ხელმძღვანელი. 2004 წლიდან კითხულობს სალექციო კურსს ქართული ტრადიციული საცხოვრისის შესახებ, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში. მისი კვლევითი საქმიანობა უკავშირდება ღია ცის ქვეშ მუზეუმებსაც. ნანა მეფარიშვილი არის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საერთაშორისო კომიტეტების არჩეული სპიკერი, ევროპის ღია ცის ქვეშ მუზეუმების ასოციაციის (AEOM) საპატიო წევრი და ევროპული მუზეუმების აკადემიის (EMA) წარმომადგენელი საქართველოში.
„ქართული სახლი“ 2003 წელს შეიქმნა ქართული ტრადიციული საცხოვრებლის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით. ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აფიქსირებს და იკვლევს ტრადიციული საცხოვრებლების მნიშვნელოვან ნიმუშებს; შეისწავლის მათთან დაკავშირებულ არქიტექტურულ-სამშენებლო ცოდნასა და ტრადიციებს; მონაწილეობს ტრადიცული საცხოვრებლების რესტავრაციის პროექტებისა და განვითარების კონცეფციების შედგენაში; ეძებს შესაძლო გზებსა და რესურსებს საუკეთესო ნიმუშების შენარჩუნებისათვის.

